საოფისე ხალიჩების ქიმწმენდა
პროფესიონალური ქიმწმენდა ადგილზე — ოფისებში, სასტუმროებში და საზოგადოებრივ სივრცეებში
იდეალურად სუფთა რბილი იატაკი — თქვენი სივრცის სავიზიტო ბარათი
კომერციულ სივრცეებში — სასტუმროებში, ოფისებში, კაზინოებში, კინოთეატრებსა თუ შოურუმებში — რბილი იატაკი ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუმცა, ყოველდღიური ინტენსიური დატვირთვის გამო, ის ყველაზე სწრაფად კარგავს პირვანდელ იერსახეს, ფერსა და ფაქტურას. ქუჩიდან შემოტანილი ჭუჭყი, ფეხსაცმლის სველი კვალი, დაქცეული ყავა, ჩაი თუ სხვადასხვა სასმელი მომენტალურად ჯდება ქსოვილის ღრმა ფენებში. დროთა განმავლობაში, უბრალო ყოველდღიური მტვერსასრუტით წმენდა მხოლოდ ზედაპირულ ეფექტს ტოვებს, მაშინ როცა ბოჭკოებში ილექება ტოქსიკური მტვერი, ბაქტერიები და უსიამოვნო სუნი, რაც დიდ დისკომფორტს ქმნის. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის კომერციული ფართების რბილი იატაკის ღრმა, ინდუსტრიულ ქიმწმენდას თბილისსა და მის შემოგარენში. ჩვენ ვიყენებთ, სპეციალიზებულ აღჭურვილობასა და სერტიფიცირებულ ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად შლიან ჩამჯდარ ჭუჭყს და იატაკს უბრუნებენ პირვანდელ სიახლესა და სუფთა იერსახეს.
რა შედის სერვისში
- ღრმა ექსტრაქციული წმენდა ადგილზე
- ლაქებისა და მტვრის სრული მოცილება
- უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზაცია
- სწრაფი გაშრობა — 2-4 საათი
რეალური შედეგები ჩვენი პროექტებიდან








უპირატესობები
- ხალიჩის ქიმწმენდა ხდება ადგილზე
- ფერის და ფაქტურის აღდგენა
- ჩვენ შეგვიძლია ვესტუმროთ თქვენს ოფისს არასამუშაო საათებში საღამოს ან უქმე დღეებში, რათა ხელი არ შეეშალოს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას
- მოქნილი ფასები ფართობის (კვადრატულობის) მიხედვით და ყველა საჭირო საბუთი (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი) იურიდიული პირებისთვის
