პროფესიონალური დასუფთავება კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის
მოქნილი თანამშრომლობა, ინდივიდუალურად მორგებული პირობები და სანდო სერვისი — ვმუშაობთ ოფისებთან, ბიზნეს ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც აფასებენ სიზუსტეს და სტაბილურ ხარისხს.


სრული მომსახურება — ერთი პარტნიორისგან
დაზოგეთ დრო სხვადასხვა კონტრაქტორების ძებნაზე. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ოფისების, კაზინოების, რესტორნების, სასტუმროებისა თუ სხვა კომერციული სივრცეების უზადო სისუფთავეს. იქნება ეს ერთჯერადი კაპიტალური სამუშაო თუ პერიოდული მოვლა, ჩვენი გუნდი სრულად ითავსებს თქვენს საზრუნავს. ქიმწმენდა: ოფისის, კაზინოსა და რესტორნის რბილი იატაკის (კოვროლინის) და ავეჯის ღრმა წმენდა ჩამჯდარი ლაქებისა და სუნის სრული მოცილებით. ვიტრაჟებისა და ფანჯრების წმენდა. რემონტის შემდგომი დალაგება: სამშენებლო ნარჩენების, მტვრისა და საღებავის ლაქების სწრაფი მოშორება სივრცის გახსნამდე ან ჩაბარებამდე. სამუშაო გრაფიკი 24/7: ვმუშაობთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს (ღამით ან არასამუშაო საათებში), რათა ხელი არ შეეშალოს თქვენი სტუმრების კომფორტს და ბიზნეს პროცესს.
ოფისების დასუფთავება
ყოველდღიური ან პერიოდული მომსახურება, ოფისის ნებისმიერი ფორმატისთვის.
01კომერციული ფართების წმენდა
მაღაზიები, სალონები, რესტორნები და ბიზნეს ცენტრები — სრული პაკეტი.
02რემონტის შემდგომი დასუფთავება
სამშენებლო ნარჩენების სრული მოცილება და ფართის ოპერირებისთვის მომზადება.
03რეგულარული მოვლა
გრძელვადიანი კონტრაქტი ფიქსირებული გრაფიკით და სტაბილური ხარისხით.
04რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდა
სამუშაო სივრცის ავეჯი, სამოლოდინო ზონები და კონფერენც-დარბაზები.
05მასშტაბური პროექტები
დიდი ფართები, მრავალსართულიანი შენობები და კომპლექსური ობიექტები.
06ინდივიდუალურად მორგებული მოდელი
ჩვენთან თანამშრომლობა იწყება გასაუბრებით — გავიცნობთ თქვენი ფართის სპეციფიკას, გრაფიკს და მოლოდინებს, ვაყალიბებთ შეთავაზებას, რომელიც ზუსტად შეესაბამება თქვენს კომპანიას.

ვერგებით ყოველი კომპანიის შიდა რიტმს და ოპერირების სპეციფიკას
ფასი ფორმირდება ფართის მასშტაბისა და სამუშაოს ხასიათის მიხედვით
გვაქვს გრძელვადიანი პარტნიორობის მოქნილი მოდელები
შესაძლებელია სამუშაოს შესრულება სამუშაო საათების მიღმა
გჭირდებათ სანდო პარტნიორი დასუფთავებისთვის?
მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით — მოვამზადებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას თქვენი კომპანიისთვის.
info@cleaningpro.ge