ჩვენი მომსახურებები და ფასები

გენერალური დასუფთავება

გენერალური დასუფთავება მოიცავს: როგორც ბინის გენერალურ დასუფთავებას, ასევე კომერციული ობიექტების დასუფთავებას, მომსახურებაში შედის:

სველი წერტილების კაპიტალური დასუფთავება, სამზარეულოს დალაგება, მაცივრისა და გაზქურის გახეხვა, იატაკების წმენდა, ჭერის კედლების დასუფთავება მტვრისგან, აგრეთვე მოიცავს ფანჯრების, აივნების წმენდას, ფარდების რეცხვას სურვილისამებრ, კარადების შიგნიდან გარედან წმენდას.

ღირებულება მერყეობს მ2 1.50-დან 3 ლარამდე.

რემონტის შემდგომი დასუფთავება

რემონტის შემდგომ დასუფთავება მოიცავს: ბინის, აგარაკის, კომერციული ობიექტის, სადარბაზოს რემონტის შემდგომ დასუფთავებას. რემონტის შემდგომი ნარჩენებისგან დასუფთავებას. აგრეთვე ჭერის, კედლების, აბაზანის, ფანჯრების, იატაკების, აივნების დასუფთავებას.

მომსახურების ღირებულებაა მ2 2.50 ლარიდან 4 ლარამდე.

ავეჯისა და იატაკის ქიმიური წმენდა

მომსახურება მოიცავს რბილი ავეჯისა და რბილი იატაკის ქიმიურ წმენდას აპარატის საშუალებით.

ფასი დგინდება ფოტოებით შეფასებიდან გამომდინარე.

ვიტრაჟების წმენდა

ვიტრაჟების წმენდა მოიცავს როგორც რემონტის შემდგომ, ასევე გენერალურ წმენდიის მომსახურებას.

ფასი განისაზღვრება სამუშაოს სიმძიმიდან და დაბინძურებიდან გამომდინარე. საშუალოდ ღირებულება მერყეობს მ2 3-დან 4.50 ლარამდემდე.

სადარბაზოს დასუფთავება

მომსახურებაში შედის როგორც სადარბაზოს ერთჯერადი გენერალური, ასევე რემონტის შემდგომი დასუფთავება.

რეგულარული დალაგება კვირაში ან თვეში რამოდენიმეჯერ.

ღირებულება განისაზღვრება უშუალოდ ადგილზე შეფასების შემდგომ.

ფასადის რეცხვა

მომსახურება მოიცავს შენობის ფასადის ჩამორეცხვას სპეციალური აპარატის საშუალებით.

ღირებულება განისაზღვრება უშუალოდ სამუშაოს სიმძიმიდან გამომდინარე.

აგარაკების კომპლექსური მოვლა - დასუფთავება

აგარაკების დასუფთავება მოიცავს როგორც სველი წერტილების დალაგებას, ასევე მტვრის წმენდას, იატაკების დასუფთავებას, ფანჯრების წმენდას.

აგრეთვე მომსახურებაში შედის ეზოს დალაგება, გაზონების კრეჭვა, გამწვანება და ლანდშაპტის დიზაინის დაგეგმვა. აუზების წმენდა, ეზოში დაგებული მყარი ფილების ატმოსფერული ნალექისგან გაწმენდა და პირვანდელი სახის დაბრუნება.

ღირებულება მერყეობს მ2 2.50-დან 4 ლარამდე.

კომერციული ობიექტების სამზარეულოს პროფესიონალური დასუფთვება და გამწოვების წმენდა

მომსახურება მოიცავს კომერციული ობიექტების სამზარეულოს (გაზქურების, მაცივრების) დასუფთავებას სპეციალური ხსნარებით.

გამწოვების წმენდა-დასუფთავებას პროფესიონალურ დონეზე.

ფასი განისაზღვრება შეფასების შემდგომ, სამუშაოს სიმძიმიდან გამომდინარე.

მყარი ზედაპირების ღრმა წმენდა პროფესიონალური დასუფთავება

მომსახურებაში შედის აპარატის საშუალებით მყარი ზედაპირის მორეცხვა-მოხეხვა.

ღირებულება მერყეობს მ2 1-დან 2.50 ლარამდე.

დეზინფექცია და სტერილიზაცია

დეზინფექცია მოიცავს სპეციალური ხსნარის საშუალებით ბაქტერიებისა და მიკრობების განადგურებას.

სტერილიზაცია მოიცავს აირ-წვეთოვანი გზით გადამდები ბაქტერიების განადგურებას სპეციალური ხსნარით.

ფასი განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.

ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდა

მომსახურება მოიცავს ავტომობილის ქიმიურ წმენდას სპეციალური აპრატის საშუალებით.

ღირებულება მერყეობს 70 ლარიდან 130 ლარამდე (მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში).